3 მაისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახში, იაგოს მარანში, ბუნებრივი ღვინის რიგით მეხუთე ფესტივალი „შერეკილები“ ჩატარდება.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ 15 სხვადასხვა მარნის ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უშუალოდ შეხვდნენ მეღვინეებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ცნობილი, ასევე ახალი მცირე მარნები.
ღონისძიებაზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის ტრადიციული ქართული სამზარეულო და სასიამოვნო მუსიკა.
