„რა განცხადებაც გააკეთა ჰერჩინსკიმ, არის უმძიმესი თავისი შინაარსით. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, არის ძალიან მძიმე – დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საგარეო უწყება – მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები […]
კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით.
„რა განცხადებაც გააკეთა ჰერჩინსკიმ, არის უმძიმესი თავისი შინაარსით. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, არის ძალიან მძიმე. ასევე, ემუქრებოდა ჰერჩინსკი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ამომრჩევლებს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რეალურად ამას ნიშნავდა პაველ ჰერჩინსკის მაშინდელი მოწოდება. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამის დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება, მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში. ეს არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეულები ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა, რეალურად, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება, სხვა ნაბიჯები არ მგონია, იმიტომ, რომ დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები მისგან, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
