LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი ანდრი სიბიჰასთან – ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“ – საქართველოს საგარეო უწყება

126
Untitled design

2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ერევანში, 4 მაისს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ასევე, შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიჰა ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g