ახალი გლობალური კვლევა აჩვენებს, თუ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მგზავრებს აეროპორტებში.
აეროპორტი იშვიათად არის მოგზაურობის სასიამოვნო ნაწილი: ჩნდება მრავალი უცნაური ჩვევა, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი.
ონლაინ ტურისტულმა ოპერატორმა Opodo-მ გამოკითხა 9000 რესპონდენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და…
აი, რა აჩვენა კვლევამ…
გაირკვა, რომ 59% თავს ბევრად უფრო დაცულად გრძნობს ადრე მისვლისას, მაშინაც კი, თუ ეს ხანგრძლივ ლოდინს ნიშნავს.
36%-მა თქვა, რომ ისინი, როგორც წესი, ავიაკომპანიის მიერ რეკომენდებულ დროს მიდიან. ჩვეულებრივ, გამგზავრებამდე ორი-სამი საათით ადრე.
4% უპირატესობას ანიჭებს რისკზე წასვლას და აფრენამდე ცოტა ხნით ადრე მისვლას, რათა თავიდან აიცილონ დროის კარგვა ხშირად ძვირადღირებულ და უინტერესო აეროპორტებში.
რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მოგზაურებს?
Opodo-მ ასევე გამოიკვლია, თუ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანებს აეროპორტებში და სია გრძელი და მრავალფეროვანი გამოვიდა.
ყველაზე გამაღიზიანებელი მგზავრები არიან ისინი, რომლებიც ურიგოდ მიძვრებიან უსაფრთხოების კონტროლზე ან ჩასხდომის დროს. მსოფლიო მასშტაბით გამოკითხულთა 48%-მა ეს მთავარ პრეტენზიად დაასახელა.
მეორე ადგილზეა მათი მიმართ პრეტენზია, ვინც ლოდინის დროს ცარიელ ადგილებს იკავებს და საკუთარ ნივთებს ტოვებს. გამოკითხულთა 45% ამას შემაწუხებლად მიიჩნევს, დიდ ბრიტანეთში – 52%, პორტუგალიაში – 50%, მაგრამ იტალიაში, საინტერესოა, რომ მხოლოდ 35%.
სიაში შემდეგი არიან ადამიანები, რომლებიც ნაგავს ტოვებენ ჩასხდომის კართან ან მგზავრების ადგილებზე. ფრანგები განსაკუთრებით აღშფოთებული არიან ამით: 49%-მა თქვა, რომ ამას ვერ იტანს. გერმანელების 47%, ესპანელების – 46%, ხოლო გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42%-ია.
ბრიტანელებს ასევე ნაკლებად აღიზიანებთ ტელეფონზე ან სპიკერფონზე ხმამაღალი საუბრები გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით: 37% ამას შემაწუხებლად მიიჩნევს, მსოფლიო მასშტაბით კი – 40%.
რაც შეეხება მათ, ვინც ბარგის მისაღებთან ძალიან ახლოს დგას, ასეთების გამო ბრიტანელებისა და გერმანელების 25% განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო, ხოლო გლობალურად – 19%-მა.
დაბოლოს, ყველაზე ნაკლებად აღიზიანებთ გორგოლაჭებიანი ჩემოდანი, რომელიც ჭრაჭუნობს.