LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 13 ივნისიდან და 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება

114
Untitled design

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში დაიწყება – საერთაშორისო პროგრამის სპექტაკლები 13 ივნისიდან და 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ქართული სპექტაკლების ჩვენება კი კვლავ სექტემბერში შედგება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა თანამედროვე თეატრის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენს  –  თეატრის  ვარსკვლავებს, შემოქმედებს, რომელთა ხედვა, შემოქმედებითი სიღრმე და გემოვნება გამორჩეულად განსაკუთრებულია.

კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო“, მილო რაუს „მისანი“, ჯეიმს ტიერეს „რანდევუ“ და სიდს დუეტის „სხვა ხედვა“ –  13 ივნისიდან 12 ივლისამდე გამოცდილი და ემოციური ქართველი მაყურებლის შეფასებას დაელოდება. მაგრამ არა მარტო შეფასებას – ეს არის ემოცია და შეგრძნებები, რომელიც გაჩნდება მხოლოდ აქ და ახლა და გაგყვება დიდხანს.

დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ორ ძირითად პროგრამას წარმოადგენს –  საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას.  წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. ფესტივალი მუდმივად წარმოადგენს მსოფლიო თეატრის „ვარსკვლავებს“, ახალ საინტერესო სახელებსა და მოვლენებს  –  რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერტ ლეპაჟი, დაიტო მანაბე, ჯორჯო სტრელერი, აკრამ ჰანი, მიხეილ ბარიშნიკოვი, სილვიუ პურკარეტე, იან ფაბრი და სხვა – ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა დროს.

ჩვენ რთულ და მნიშვნელოვან დროს ვცხოვრობთ – თეატრი და ფესტივალი მძაფრი შეხსენებაა იმისა, რომ სამყაროს ცენტრი ადამიანია და  რაც არ უნდა დაბნეული და იმედგაცრუებული იყოს ის  –  მისი თავისუფალი ნება და მოქმედება  მაინც სინათლისაკენაა მიმართული.

18 მაისიდან ფესტივალის ბილეთები ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე. ბილეთების ფასები და პირობები განთავსდება ფესტივალის ვებ-გვერდსა  და სოციალურ ქსელებში: Facebook | Instagram | X | LinkedIn

*ინფორმაცია ფასდაკლების შესახებ: წინასწარი გაყიდვები 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს და ამ პერიოდში ბილეთების 20%-იანი ფასდაკლებით შეძენას მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa და თიბისი WM Visa ბარათებით შეძლებთ წინასწარი გაყიდვების დასრულების შემდეგ, თიბისი კონცეპტის და თიბისი WM-ის Visa ბარათებით კვლავ 20%-იანი ფასდაკლება გაგრძელდება, ხოლო 28 მაისიდან, ამავე ბარათებით გადახდისას, ბილეთებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ფესტივალი იმართება ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით, TBC Concept-ისა და Visa-ს მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g