21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი წირვას თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.“ – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
