LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჟღერდა ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მელოდიები“ – თბილისში გამორჩეული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მუსიკის კონცერტი გაიმართა

673
გამორჩეული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მუსიკის კონცერტი

საქართველოში იტალიის საელჩოსა და კომპანია „კონსიერჟ თბილისის” თანაორგანიზებით გაიმართა კონცერტი, რომელიც იტალიაში საქართველოს საპატიო კონსულის მიკაელა რაინეროს ინიციატივით ჩატარდა და ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს უკვდავ მუსიკას მიეძღვნა.

ენიო მორიკონეს შემოქმედება, როგორც მუსიკის, ასევე, კინემატოგრაფის განუყოფელ ნაწილად იქცა: კლასიკური ნაწარმოებების გარდა, კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა 470-ზე მეტი კინო და ტელეფილმისთვის.

კონცერტზე, რომელიც ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა, სიმფონიური ორკესტრის შესრულებით ენიო მორიკონეს ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მელოდიები აჟღერდა. ორკესტრს დირიჟორობდა სახელგანთქმული იტალიელი მაესტრო, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი, პაოლო ვივალდი. კონცერტზე მაესტრო ვივალდის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებიც შესრულდა.

კონცერტის დაწყებამდე მსმენელს იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ მიმართა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით იტალიის კულტურული დიპლომატიის როლზე ისაუბრა. „კულტურული დიპლომატია იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. იტალიური კულტურისა და ხელოვანების პოპულარიზაცია კი იტალიის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია”, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, – „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგიზიაროთ ენიო მორიკონეს უკვდავი მუსიკა, რომელიც დღეს იტალიური კინომუსიკის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურის, მაესტრო ვივალდის ინტერპრეტაციით აჟღერდება“.

კონცერტს წინ უძღოდა საზეიმო წვეულება იტალიის რეზიდენციაში, რომელზეც საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ სახელგანთქმულ იტალიელ დირიჟორს უმასპინძლა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g