„უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი. მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია“, -ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ეპისკოპოსის თქმით, „გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც“
„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის ინიციატივას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების შესახებ.
უფალს ჩვენს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოებისა და გულკეთილობის გამო. მაცხოვარი ეალერსებოდა და ლოცავდა მათ. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება, რადგან მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს.
უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.
ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი.
მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია.
ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც. პატივისცემით გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“- წერს მეუფე გიორგი.
ის აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს: თბს – #GE20TB7881145068100026 საქ. ბანკი – #GE49BG0000000611756133
