LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა

246
ვარლამ ლიპარტელიანი

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა“, – აღნიშნული განაცხადება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა გააკეთა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.

„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, აუცილებლად ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული და წინ წასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g