LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ნაცნობი ტყის ხმები ამშვიდებს

104
ქირიას NEWS შაბლონი (4)

გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანზე ყველაზე დამამშვიდებლად არა ეგზოტიკური ბუნების, არამედ მისთვის ნაცნობი ტყის ხმები მოქმედებს – განსაკუთრებით იმ ფრინველების გალობა, რომელსაც ბავშვობიდან უსმენდა.

კვლევა გერმანიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრისა და რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს ტყის ხმების მოკლე აუდიოჩანაწერებს ასმენინებდნენ, ფრინველების ჭიკჭიკს, მწერებისა და სხვა ბუნებრივი გარემოს ხმებს.

ზოგი მონაწილე გერმანიისა და პოლონეთის ტყეების ხმებს უსმენდა, სხვებს კი პანამას ტროპიკული ტყეების ჩანაწერები ჩაურთეს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ, რამდენად იცვლებოდა მონაწილეების სტრესის დონე და კონცენტრაციის უნარი. აღმოჩნდა, რომ ტყის ხმების მოსმენაც კი მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში ამცირებდა სტრესს, აუმჯობესებდა განწყობას და ყურადღების კონცენტრაციას.

თუმცა, ყველაზე ძლიერი ეფექტი სწორედ ნაცნობი გარემოს ხმებმა გამოიწვია. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი „ცნობადობის ეფექტია“ – ადამიანისთვის ნაცნობი ბუნების ხმები უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას ქმნის.

კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა: რაც უფრო მრავალფეროვანი იყო ტყის ხმები – ფრინველები, მწერები და სხვა ცხოველები, მით უფრო სასიამოვნოდ და დამამშვიდებლად აღიქვამდნენ მათ მონაწილეები.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს შედეგები მომავალში შეიძლება გამოიყენონ ოფისებში, კლინიკებსა და საავადმყოფოებში, სადაც ბუნების ხმები ადამიანების სტრესის შესამცირებლად ჩაირთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები