LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ბიუროკრატიული ტექსტების „გადათარგმნას“ ხელოვნურ ინტელექტს დაავალებენ

107
ქირიას NEWS შაბლონი (11)

გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ადმინისტრაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს, რათა ოფიციალური დოკუმენტები და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები გახდეს.

ამჟამად ოფიციალური უწყებების ენა რთული გასაგებია არა მხოლოდ მათთვის, ვინც გერმანული ცუდად იცის, არამედ თავად გერმანელებისთვისაც. პრობლემას ქმნის როგორც რთული ტერმინები, ისე ცნობილი გრძელი გერმანული სიტყვები, რომლებიც რამდენიმე არსებითი სახელის გაერთიანებით იქმნება.

მაგალითად, გასულ წელს „სიტყვა-მონსტრად“ აღიარეს 31 ასობგერიანი სიტყვა – „Antidiskriminierungsbeauftragte“, რაც „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის უფლებამოსილს“ ნიშნავს.

ახლა ხელოვნური ინტელექტი ოფიციალური წერილებისა და ვებგვერდების ტექსტებს უფრო მარტივ და ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე გადაამუშავებს.

მაგალითად, რთული ბიუროკრატიული წინადადების ნაცვლად:

„თუ განმცხადებელი დადგენილ ვადაში საჭირო დოკუმენტებს არ წარადგენს, განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების გაგრძელება შესაძლოა შეუძლებელი გახდეს“.

დაიწერება:

„დოკუმენტები 15 ივნისამდე წარმოადგინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს განაცხადს ვერ განვიხილავთ.“

ბერლინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის არსებულ კომუნიკაციის ბარიერებს შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები