ბორის ბედია წონას ებრძვის, ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით. როგორც „დღის პოსტთან“ ამბობს, გადაცემაში ბოლო სტუმრობიდან კიდევ უფრო მეტი დაიკლო:
„არის სწორი კვება, 4 საათამდე მივირთმევ, ტკბილს მხოლოდ შავ შოკოლადს. ბოლო პერიოდში კიდევ 3 კილო დავიკელი… 18-19 საათი მაინც უნდა გავიდეს. თავიდან ისე გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა. ახლა გადავეჩვიე უკვე. თან, ვვარჯიშობ. ჩავთვალე საჭიროდ, რომ მინდოდა გახდომა. ახალგაზრდა კაცი ვარ და არ არის სასიამოვნო წონა. ერთ დღეს ჩემს თავს გავუბრაზდი. ახლა ისეთ აზარტში შევედი. დავრბივარ ყოველ მეორე დღეს. სიმსუქნე არც კაცს უხდება და არც ქალს… ზოგს სიმაღლე აქვს და იტანს, ზოგს – ნაკლებად უხდება. მარტო ვიზუალზე არაა, ჯანმრთელობისთვის ზედმეტი წონა არ არის კარგი…“
