LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე ინგრევიან კერპები!“ – რასელ ქროუ სკანდალში გაეხვა – მსახიობის უახლესი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

486
page

რასელ ქროუ სკანდალში გაეხვა. მსახიობი პარიზის სასტუმროსთან ავტოგრაფების მომლოდინე გულშემატკივრებს საკმაოდ მკაცრი ტონით ესაუბრება.

ვიდეოში ჩანს, როგორ აფრთხილებს „გლადიატორის“ ვარსკვლავი ფანებს, რომ თუ ვინმე უხეშად მოიქცევა, შეხვედრას მაშინვე შეწყვეტს.

„მისმინეთ, ადგილზე დარჩით, ნუ მაწვებით, მე თვითონ მოვალ თქვენთან და ავტოგრაფებს მოგცემთ, დატოვეთ თავისუფალი სივრცე“, – მიმართა მსახიობმა შეკრებილებს.

ერთ-ერთმა ფანმა მსახიობს სთხოვა, ავტოგრაფზე მისი პერსონაჟის, მაქსიმუსის სახელიც დაეწერა, რაზეც რასელმა მოკლედ და მკაცრად უპასუხა: „არა!“.

სოციალურ ქსელში კრიტიკული კომენტარების შემდეგ ქროუმ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ სიტუაცია რეალურად კონფლიქტური სულაც არ ყოფილა.

„ყველამ მიიღო ავტოგრაფიც და სელფიც, სასტუმროს შესასვლელი სტუმრებისთვის თავისუფალი დარჩა და აეროპორტშიც დროულად მივედი, რა არის პრობლემა?“, – დაწერა ვარსკვლავმა.

„ასე ინგრევიან კერპები!“, – ასე შეაფასეს რასელ ქროუს ქცევა მედიაში.

რასელ ქროუმ წონაში საგრძნობლად სავარაუდოდ, „ოზემპიკით“ დაიკლო

მოსუქებული „გლადიატორი“ – რასელ ქროუ გაბრაზებულია, რადგან ახალ „გლადიატორში“ არ მიიწვიეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები