LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა კერესელიძე – „საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით – ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები“

113
შალვა კერესელიძე

საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით – ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს კითხვები, რომელიც ახალ განათლების რეფორმას უკავშირდება.

„დღეს ჩვენი ფრაქციის მიერ განათლების მინისტრი არის საქართველოს პარლამენტში მოწვეული ინტერპელაციასთან დაკავშირებით. საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით – ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები. საზოგადოებას აინტერესებს მინისტრის პასუხები ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყო. მალე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები დაიწყება და უნდა ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება და რა მდგომარეობაა. საზოგადოებამ არ იცის ამაზე პასუხი მინისტრისგან და განათლების სამინისტროსგან. საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს პასუხები და ვნახოთ. საკმაოდ ბევრი კითხვა გავაგზავნეთ ჩვენ და ვნახოთ რამდენად არგუმენტირებულ, ამომწურავ და სრულყოფილ პასუხს გაგვცემს მინისტრი”, – განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g