თუ მაღალი წნევები შემოგვეჩვია, რასთან გვაქვს საქმე და როგორ მოვიქცეთ მანამ, სანამ ექიმთან მივალთ?
ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევებს, ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.
სპეციალისტი გვიხსნის რა იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და როგორ უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს სანამ ექიმთან მივალთ:
„გაზაფხულის სეზონია და შესაბამისად ცოტათი შეიცვალა ჩვენი ორგანიზმი, ჰორმონალური ბალანსი, კვებითი ბალანსი, ქცევა, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი, შესაბამისად ამან ცოტათი გამოიწვია ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემაშიც გადაადგილებები.
მოსალოდნელია სეზონური ცვალებადობის ფონზე მსუბუქი არტერიული წნევის ცვალებადობა, თუ ჩვენ ამან სიმპტომი მოგვცა და რამდენიმე დღე გაგრძელდა, ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, რომ მინიმალური ანალიზები და გულსისხლძარღვთა კვლევა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს ხომ არ არის რამე ორგანული, ან ჰორმონალური დისბალანსი ორგანიზმში, რომ უფრო მარტივად მოვაგვაროთ აღნიშნული საკითხი.
კვების რაციონიდან ამოვიღოთ სუფრის მარილი, რადგან ის განსაზღვრავს ზედმეტი სითხის შეკავებას ჩვენს ორგანიზმში, რაც გვაძლევს წნევის ცვალებადობას, ამიტომ ოჯახის პირობებში ამოვიღოთ მარილი რაციონიდან, გადავიდეთ ბალანსირებულ კვებაზე, მოვაწესრიგოთ ძილი და თუ მაინც არ მოგვარდა ეს პრობლემა, მივმართოთ ექიმს…“ ამბობს ექიმი.
