LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

196
გიგა ავალიანი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომლებშიც ბრალდებულები ფიგურირებენ.

„ერთ-ერთი ბრალდებული, საუბარია დემეტრე კასრაძეზე, ფიგურირებს გიგა ავალიანის საქმეში, ვინაიდან ის იყო ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარი, რომელსაც გაბაშვილი მომხდართან დაკავშირებით უყვებოდა, სავარაუდოდ, მან აჩვენა კიდევაც, გიგა ავალიანზე თავდასხმის ვიდეო და ამას მოჰყვა, კასრაძის მხრიდან უცენზურო, შეურაცხმყოფელი შეფასება გიგა ავალიანის მისამართით. გიგა ავალიანზე თავდასხმის დროს, დემეტრე კასრაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ეს იყო სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა, ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე კასრაძეს შორის, როდესაც ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, თავის მეგობართან დემეტრე კასრაძესთან, ალექსანდრე გაბაშვილს“, – განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ ქეთი სონიძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g