LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

237
პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი მეორე მგზავრი კი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g