LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი სურვილია, რომ ჩემი ბაბუ მალე მოვიდეს ჩემთან და ჯანეტმა კარგად გააჩინოს პატარა“ – რაზე ოცნებობს ანნა სულაბერიძე და რომელი გადაცემის წამყვანობა სურს „იმედის“ ეთერში

2475
ანნა სულაბერიძე

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან და უსაყვარლეს ანნა სულაბერიძესთან ერთად სტუმრობდა. 

„მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი გახდებოდა! პირველივე ნახვიდან მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვინც მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს“ – ნოე სულაბერიძე „იმედის“ ეთერში მისი და ჯანეტის პირველ შეხვედრას იხსენებს

გადაცემის მსვლელობისას პატარა ანნამ მაყურებელს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ უამბო. მან ისაუბრა, როგორ ატარებს დროს სახლში და „პრესქულში“, სადაც სკოლაში შესვლამდე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობს.

ვიდეო: „რა კარგი ხმა აქვს ანას! ულამაზესი, უჭკვიანესი და კარგად აღზრდილი გოგო ხარ საქართველოს პრინცესავ!“ – ანნა სულაბერიძე „იმედის“ ეთერში მეგრულად ამღერდა

წამყვანის კითხვაზე, თუ რომელი საქმიანობა მოსწონს ყველაზე მეტად, ანნამ გულწრფელად აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად უყვარს ლილისთან თამაში და მასთან ერთად დროის გატარება.

განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მისმა პასუხმა კითხვაზე – „რაზე ოცნებობ, რა გინდა?“

„ჩემი სურვილია, რომ ჩემი ბაბუ მალე მოვიდეს ჩემთან და ჯანეტმა კარგად გააჩინოს პატარა“, – თქვა ანნამ.

პატარა სტუმარმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და ღიმილით აღნიშნა, რომ ოჯახის ახალ წევრს უკვე ელოდება.

„როცა დედიკო ბავშვს გააჩენს, მე წავიყვან გადაცემას „ჩემი საქართველო“, – განაცხადა ანნა სულაბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g