თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში სამგზავრო ავტობუსი საგზაო ბარიერს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 9 თვის ბავშვიც არის. დაღუპულია ავტობუსის მძღოლიც.
შემთხვევა დენიზლი-აიდინის საავტომობილო მაგისტრალზე, თირქაზის დასახლების მახლობლად მოხდა. ავტობუსი ანტალიისკენ მიემართებოდა.
არსებული ინფორმაციით, 33-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო – ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
