LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება Web Summit 2026-ში მონაწილეობისთვის დაიწყო

109
Web Summit 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში Web Summit-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება. 

Web Summit-ი ყოველწლიურად აერთიანებს 70 000-ზე მეტ მონაწილეს, ათასობით სტარტაპს, წამყვან ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. სამიტი გლობალური პლატფორმაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და მსოფლიოს ტექნოლოგიური ეკოსისტემების გასაერთიანებლად.

სააგენტოს მიერ შერჩეული სტარტაპები შეძლებენ, დაესწრონ Web Summit-ის აქტივობებს, მათ შორის, კონფერენციებს, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებსა და შეხვედრებს, ასევე მონაწილეობა მიიღონ pitching-ის კონკურსში და საკუთარი იდეები წარადგინონ საერთაშორისო ინვესტორებისა და ინდუსტრიის ლიდერების წინაშე.

წელს ლისაბონში საქართველო კიდევ ერთხელ წარდგება მასშტაბური ეროვნული პავილიონით, ინიციატივის „StartUP in Georgia“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივის მთავარ მიზანს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირება წარმოადგენს, სადაც შექმნილია ხელსაყრელი გარემო ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისთვის.

ტექნოლოგიურ სამიტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი.

დაინტერესებულ სტარტაპებს განაცხადის შევსება შეუძლიათ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g