LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე: „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში“

439
ლაშა აბაშიძე

,,ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი რეგიონში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. საქართველოს რკინიგზა კი იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. აღნიშნული ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და საქართველოს როლს გაზრდის შუა დერეფანში“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. 

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას მოიცავს:  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ-ს და აშენდა 27 კმ სიგრძის ახალი, ევროპული სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. 

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში ოპერირების მიუხედავად, ტვირთების მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა. არსებული პროგნოზით, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ ტვირთების გადაზიდვა 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზა აღნიშნულ მონაკვეთზე ექსკლუზიური ოპერატორი იქნება.

magti 5g