LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგი ვიდეომიმართვას ავრცელებს: „ძალიან კარგად ვიცი, რომ გიჟდები შენს შვილზე, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა, ტუჩებში კოცნით სახიფათოა… სხვის შვილებს დაუკითხავად ნუ ვაკოცებთ და ნუ ჩავეხუტებით“

126
ქეთი მეგრელაძე

სტომატოლოგი, თერაპევტ-პაროდონტოლოგი, ქეთი მეგრელაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ბავშვისთვის ტუჩებსა და თვალზე კოცნა პატარების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

პაროდონტოლოგის თქმით, უფროსი ადამიანის ბაქტერია ბავშვისთვის შესაძლოა უცხო იყოს, ამიტომ სპეციალისტი საზოგადოებას ურჩევს, თავი შეიკავონ მსგავსი ფორმით ბავშვისადმი სიყვარულის გამოხატვისგან:

„ძალიან კარგად ვიცი, რომ გიჟდები შენს შვილზე, დის შვილზე, ძმის შვილზე და ასე შემდეგ, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა, ტუჩებში კოცნით, სახიფათოა. პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტი სრულიად ყალიბდება 12-14 წლის ასაკში. როცა ჩვენ ბავშვს მოფერების მიზნით ტუჩებში ვკოცნით, ეს ჩვენი ბაქტერიები მისი პირის ღრუსთვის შესაძლოა უცხო იყოს და თქვენს პირის ღრუში თუ პრობლემას არ იწვევს, ბავშვის პირის ღრუში უკვე შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს. თვალზე კოცნაც სახიფათოა იმიტომ, რომ თვალიც ლორწოვანია და შესაძლოა ინფექცია გადაიტანოთ თქვენი პირის ღრუდან და ზოგადად, როგორც დედა დავამატებდი, რომ სხვის შვილებს დაუკითხავად ნუ ვაკოცებთ და ნუ ჩავეხუტებით“, – ამბობს ქეთი მეგრელაძე.

magti 5g