თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ოჯახის წევრებმა მას შემდეგ მიაგნეს, რაც ისინი გარკვეული პერიოდი კონტაქტზე არ გამოვიდნენ.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
