„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოება დასრულებულია. ასევე მზია ამაღლობელი როგორც აცხადებს, რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი. ჩვენამდე მოსული იყო მხოლოდ ერთი და ამ ნაწილზე წარმოება დასრულებულია“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე საქმესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს, როდის გამოაცხადებს განაჩენს.
„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოება დასრულებულია. ასევე მზია ამაღლობელი როგორც აცხადებს, რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი. ჩვენამდე მოსული იყო მხოლოდ ერთი და ამ ნაწილზე წარმოება დასრულებულია. შესაბამისად, ორივე მათგანთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს როდის გამოაცხადებს [განაჩენს]. რაიმე კონკრეტული ვადით ჩაკეტილი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კანონებთან დაკავშირებით, დარღვევა ამ ეტაპზე, არც ერთ საქმეზე არ არის დადგენილი. მხოლოდ მიმდინარე საქმეებია. ბევრ რეზონანსულ საქმეზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იქმნებოდა აღქმა, თითქოს კანონი, ან რომელიმე გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული ან პრობლემური. აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე, „რუსთავი2“-ს შეეხებოდა, თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს, სრულად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მოგებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ყველა მსგავს საქმეზე ანალოგიური შედეგი დადგება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
