დუეტმა „გურიშ ვარდი“ ახალი სიმღერა აფხაზეთს მიუძღვნა.
სიმღერა – „გამარჯობა აფხაზეთო შენი!“ თეო ჯგერენაიამ და ბოკა კვეკვესკირმა ახლებური ვერსიით შემოგვთავაზეს.
„გამარჯობა აფხაზეთო შენ!
გიზიარებთ ჩვენეულ ვერსიას და ვეფერებით ჩვენს მონატრებულ აფხაზეთს,“ – აღნიშნავს დუეტი.
„თქვენ გაიხარეთ, სამეგრელოს საამაყო შვილებო“
„მეგრული სიმღერის ვარსკვლავები ხართ, გისურვებთ წარმატებებს“ – წერს მსმენელი.
ცნობილი ხდება, რომ „გურიშ ვარდი“ სოლო კონცერტისთვის ემზადება, პარალელურად, მუშაობა მიდის მეშვიდე მეგრულ სიმღერაზე.
„ვმუშაობთ ალბომზე და აუცილებლად ჩატარდება მოკლე დროში სოლო კონცერტი. ვმუშაობთ მეშვიდე მეგრულ სიმღერაზე…აფხაზეთო ჩავწერეთ იქიდან გამომდინარე, რომ ორივე აფხაზეთიდან ვართ და ჩვენს რეპერტუარში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აფხაზეთზე სიმღერა. ჩვენი ყოველი კონცერტი დასრულდება „გამარჯობა აფხაზეთო შენი!“ სიმღერით,“ – ამბობს თეო ჯგერენაია.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „გურიშ ვარდი“ მუსიკალურ ასპარეზზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, დუეტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა.
პროექტი ორი ნიჭიერი მომღერლის, თეო ჯგერენაიასა და ბოკა კვეკვესკირის კოლაბორაციას წარმოადგენს.
