LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რომ იცოდეთ რა კარგ საქმეს აკეთებთ, ჰაერივით გვჭირდებით“, „სიცოცხლე მიხარია რომ გისმენთ“- დუეტის „გურიშ ვარდი“ მოგზაურობა სამეგრელოში და ახალი კლიპები

150
დუეტი გურიშ ვარდი

დუეტი „გურიშ ვარდი“ სამეგრელოს სტუმრობდა.

დუეტმა ამ ზაფულს ორი ახალი სიმღერა „ბჟა დო თუთა“ და „ძღაბი დუდი დამანები“ გამოუშვა. მეტიც, დუეტმა „გურიშ ვარდი“ ორივე სიმღერაზე მსმენელს ახალი კლიპები შესთავაზა. ორივე კლიპში მოქმედება სამეგრელოში ხდება.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, მადლობა ჩვენს სამეგრელოს ასეთი სიყვარულისთვის

ველოდებით თქვენს შეფასებას, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – წერს დუეტი.

„ნამდვილად საუკეთესოები ხართ, ღმერთმა მოგცეთ ულევი წარმატება ჩემო ძვირფასებო, მეამაყებით, მიყვარხართ“

„გამოჩნდით და მომიტანეთ სიხარული, მადლობა თქვენ ამ სიამოვნებისთვის“

„იხარეთ და იბედნიერეთ მუდამ ჩემო ტკბილებო, ყოველი თქვენი ნამღერი ჩვენი გულის მალამოა წარმატებები“

„ძალიან ძველი სიმღერა გააცოცხლეთ ყოჩაღ მაგრად შეასრულეთ“

„სიცოცხლე მიხარია ამ გადაგვარებულ დროში თქვენ რომ გისმენთ, საჭირო დროს აღმოჩნდით საჭირო ადგილას, რომ იცოდეთ რა კარგ საქმეს აკეთებთ“

„ჰაერივით გვჭირდებით, თქვენ დაათბეთ ადამიანების გულები“ – წერენ სოცქსელში.

ვიდეო: „თქვენ გაიხარეთ, სამეგრელოს საამაყო შვილებო“, „მეგრული სიმღერის ვარსკვლავები ხართ“ – დუეტმა „გურიშ ვარდი“ ახალი სიმღერა აფხაზეთს მიუძღვნა

„4 თვეა გამოვედით ასპარეზზე და ძალიან მაგარი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს… ძალიან ბედნიერები ვართ“ – „გურიშ ვარდი“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

ვიდეო: „ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ადამიანები“ – დუეტი „გურიშ ვარდი“ კონცერტებს სამეგრელოდან იწყებს

ახალი მუსიკალური პროექტი „გურიშ ვარდი“ : ჩვენი მიზანია, რომ მივიწყებული მეგრული სიმღერები გავაცოცხლოთ და განვაახლოთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები