LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა კარტოზიას ჯგუფის The Bookmarks-ის მორიგი წარმატება – ჯგუფმა აშშ-ში Harmony Sweepstakes A Cappella festival-ზე მაყურებლის სიმპათიის ჯილდო მოიპოვა

756
ვოკალის აკადემია

ქართულმა ჯგუფმა The Bookmarks ამერიკის შეერთებულ შტატებში, Harmony Sweepstakes A Cappella festival-ზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ჯგუფი მაყურებლის სიმპათიის ჯილდოს მფლობელი გახდა.

სასიხარულო ინფორმაციას „ვოკალის აკადემია“ ავრცელებს და The Bookmarks-ს მორიგ წარმატებას ულოცავს.

„ამერიკაში გამართულ Harmony Sweepstakes A Cappella festival-ზე ამ უნიჭიერესმა ბავშვებმა მორიგი გამარჯვება და Audience Award – მაყურებლის სიმპათიის ჯილდო მოიპოვეს.

სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, მათ წარმატებით ჩაატარეს საკუთარი სოლო კონცერტი, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი გასაოცარი მიღწევები:

Winners 15th International “A Cappella” Contest, ლაიფციგი, გერმანია (2025)

• Audience Award

Winners of Vokal.Total Festival, გრაცი, ავსტრია (2025)

• Gold Diploma

• Audience Award

• Special Prize for Singing Beyond Their Actual Ages

ვოკალის აკადემია კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებას ბავშვებს და მათ მუსიკალურ ხელმძღვანელს ბუკა კარტოზიას!“ – წერია „ვოკალის აკადემიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g