მთაწმინდის პარკის და საქართველოს ყველის მკვლევარ ანა მიქაძის ორგანიზებით, 7 ივნისს ტრადიციული და ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი ღონისძიება – ყველის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას მთაწმინდის პარკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბაგიროს ზედა სადგურთან საფესტივალო, სასიამოვნო გარემოში 12:00-დან 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება ყველის უამრავი სახეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ადგილობრივ ნაწარმთან ერთად, შეძლებთ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ევროპული ყველის სახეობებიც.
ცნობილია, რომ გაიმართება სულგუნის, ღომის და ელარჯის მომზადების ტრადიციული მასტერკლასები
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ყველის პოპულარიზაციას.
მთაწმინდის პარკის ცნობითვე, დაინტერესებულ მეწარმეებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ დაკავშირება ნომერზე – 591492323.
