LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი ყველის ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლებს

113
ყველის ფესტივალი

7 ივნისს, მთაწმინდის პარკის და ყველის მკვლევრის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ორგანიზებით, რიგით მეათე ყველის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარე სივრცე უმასპინძლებს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველის უამრავი სახეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ყველის ევროპული სახეობები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სულგუნის, ღომის და ელარჯის მომზადების ტრადიციული მასტერკლასები. 17:00 საათიდან კი ფესტივალს ქართული სიმღერებით გიორგი სუხიტაშვილი გაალამაზებს.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაერთოთ და ისიამოვნოთ ღია ცის ქვეშ ნაცნობი მელოდიების ფონზე, მთაწმინდის პარკის ულამაზეს გარემოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g