ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გადაცემაში, „FM. თქვენი დრო პალიტრაზე“ რძის პასტერიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს:
„ასეთი კარგად გამოყვანილი ყველი, მთელი წელი შეგიძლიათ დააყოვნოთ მარილწყალში…“ – ყველის ექსპერტი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შესანახი „წათხის“ რეცეპტს გვიზიარებს
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შესანახი „წათხის“ რეცეპტს გვიზიარებს…
„რას გავაკეთებ მე, თუკი შვილიშვილს უნდა მივცე ჩემი მოწველილი რძე? მაგალითად თხის რძე, რომელიც დედის რძესთან არის მიახლოებული, აუცილებლად ავადუღებ ერთხელ და თუ რაიმე ეჭვი გამიჩნდა, რომ ან ცური დაუზიანდა და შეერია მოწველილ რძეს, ამ შემთხვევაში ორჯერ ავადუღებ აუცილებლად. ამას ტექნოლოგების ენაზე ჰქვია პასტერიზაცია და ტინდილიზაცია, პასტერიზაცია ნიშნავს შეცხელებას და გაგრილებას, ხოლო ტინდილიზაცია ნიშნავს რძის ორჯერ ადუღებას. ყველა მანვე და პათოგენური ბაქტერია მოკვდება ორჯერ ადუღებისას. ხანდახან ამბობენ, რომ ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ ასეთი უსაშველო თუა უნდა გადაასხა…“ – ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
