ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის პოსტს აზიარებს, სადაც ამირა კოპალიანი წერს, რომ მისი ოჯახის წევრს ბრუცელოზი დაუდასტურდა, დაავადება კი საკმაოდ მძიმე ფორმით მიმდინარეობს.
მოქალაქის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა სოფელში და მიღებული აქვს როგორც სოფლის ყველი, ასევე ბაზარში შეძენილი რძის ნაწარმი. ანალიზებით კი დადასტურდა რომ დაავადდა ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე რძის პასტერიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და წერს, რომ „სიჯიუტე მკვლელობად გვიჯდება“:
„სლოუ ფუდის“ გამოფენაზე ვიყავით ქართველი მეწარმეები და ფერმერები იტალიაში, 5 წლის წინ. არცერთმა მონაწილემ იტალიელმა, შვეიცარიელმა და სხვებმაც ბრუცელიოზი არ იცოდნენ რა იყო (ვინც გამოვკითხეთ) რა გვეშველება, პასტერიზაციას ხომ ვერ უხსენებ საოჯახო წარმოებას ისტერიკას იმართებენ… ნატურალური არ არისო, არადა ამის გარეშე ჩვენი წინაპრები რძეს არც გაეკარებოდნენ. იცოდნენ რძის საფრთხეები, იცოდნენ რომ კლავდა. პასტერიზაცია შეთბობა შეგრილებაა და არაფერი სხვა.
თქვენ, მომხმარებლები მაინც რატომ ხართ მშვიდად, ვინც შემოქანდებით გლეხს ებრძვიო…
გაგიყენებთ კუდიგორის გზას. არ გეჩვენებათ რომ ეს სიბეცეში გადაიზარდა უკვე, სიჯიუტე მკვლელობად გვიჯდება?
რას აკეთებს სახელმწიფო ?
კრძალავს უსაბუთო პროდუქტს
ყველგან სადაც სავაჭრო დახლია და მოედანი
უამრავი მცირე საწარმო დაჯარიმდა და დაიხურა
დადიან აცრებზე და სახლებში ვერ გამოგვყვებიან და სადარბაზოებთან. იქ ყიდვის პასუხისმგებლობა მომხმარებლის მენტალობაზე გადის“, – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
