ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გადაცემაში, „FM. თქვენი დრო პალიტრაზე“ შვილთან დაკავშირებულ მძიმე ამბავს იხსენებს.
„რძის პასტერიზაციას ვერ უხსენებ საოჯახო წარმოებას, ისტერიკას იმართებენ… არ გეჩვენებათ, რომ ეს სიბეცეში გადაიზარდა უკვე და სიჯიუტე მკვლელობად გვიჯდება?“ – რა საფრთხეზე საუბრობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე რძის პასტერიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და წერს, რომ „სიჯიუტე მკვლელობად გვიჯდება“
ყველის მკვლევარი ყვება, როგორ მოიწამლა მისი შვილი ყველით. მისი თქმით მსგავსი რამ რომ ავიცილოთ თვიდან, აუცილებელია ვიცოდეთ, რა გზას გადის რძის პროდუქტი მანამ, სანამ ჩვენამდე მოვა:
„ჩემი ვაჟი, რომელიც ისედაც რთულია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაემართა სტაფილოკოკური მოწამვლა ყველისგან. ერთ-ერთი, საკმაოდ ცნობილი ყველისგან. მტკივნეული თემაა, ჩემი შვილი, მეყველე ანა მიქაძის შვილი კვდებოდა ყველით. 4 დღე იყო კომაში, ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს. იმდენი მისტიკაა მის გადარჩენასთან დაკავშირებით, ალბათ შევებრალე ღმერთს, რომ ჩემი ისედაც დატანჯული შვილი არ წასულიყო ასე უაზროდ ყველს ჭამით. ნაჩუქარი ყველი იყო, მას შემდეგ საერთოდ ნაჩუქარი ყველისკენ არ ვიხედები. ზუსტად თუ არ ვიცი როგორ მოწველა, რა ხელით მოწველა, რა ვედროში მოწველა, როგორ გააკეთა, არის თუ არა პასტერიზებული, როგორ შეფუთა, შემდეგ როგორ ინახებოდა… ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი რძის პროდუქტი არის ყველი, იმიტომ რომ გადადის ბრუცელოზები, მასტიტები… სტაფილოკოკური არის ჭუჭყი, ანტისანიტარიისგან მიღებული სოკო, რომელიც ასევე მომაკვდინებელია… ეს რომ არ მოხდეს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ მოწველის პროცესიდან დაწყებული, ვიდრე ჩენამდე მოვა ყველი რა გზა გაიარა…“ – ამბობს ანა მიქაძე.
