ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინტერვიუს აზიარებს და ემოციურ პოსტს წერს:
„ღმერთო ეს ვინ არის. ეს ბეღურა კაფანდარა სული, რომელიც კლდეზე მაგარი და ძლიერია. ამას რას მოვესწარი… ფილმში, წიგნში, საერთოდაც ლეგენდა. მითში მგონია თავი.
ეკა შენი ფეხის მტვერ ვარ. დედათა შორის უმაგრესო… ვტირი“ – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
„გიგა ავალიანის დედობა არის სიმწარე, მაგრამ არის სიამაყე… დიახ, ჩემს სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი…“ – ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალანის დედა „რუსთავი ორთან“ ინტერვიუში.
ღმერთო ეს ვინ არის . ეს ბეღურა კაფანდარა სული , რომლიც კლდეზე მაგარი და ძლიერია . ამას რას მოვესწარი… …
Posted by Ana Mikadze-chikvaidze on პარასკევი, 01 მაისი, 2026
