ეკა კუპატაძე საუბრობს ფოტოზე, რომელიც მისივე თქმით, 2 ოქტომბერს არის გადაღებული.
„სასამართლოს შესასვლელთან მხდალმა გიორგი ლეკიშვილმა დაგვინახა მე, ჩემი ყველა ძმა, ყველა რძალი, ჩემი შვილი და პროცესი რომ დაიწყო, მერე გახადა ნია იმნაძის მშობლების ჩვენება უდავო!“ - წერს ეკა კუპატაძე.
„გუშინ პოლიციას მივაწოდე ჩემ ხელთ არსებული უხვი ინფორმაცია ნია იმნაძის ოჯახის და მისი უფლებადამცველი გიორგი ლეკიშვილის დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედებებთან დაკავშირებით. დაიწყო გამოძიება“ - წერს ეკა კუპატაძე.