LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვს ეს სიმპტომები აღენიშნება ოპერაცია 1 წლის ასაკშიც კეთდება…“ – როგორ მივხვდეთ სჭირდება თუ არა ბავშვს გლანდების ოპერაცია

3536
ნიკოლოზ ჭეიშვილი

როდის და რა ასაკში კეთდება ბავშვებში ტონზილექტომია, ანუ გლანდების ოპერაცია?

ექიმის რჩევას „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკა“ სოციალურ ქსელში გვიზარებს.

ჩვენებებისა და ასაკობრივი ფაქტორების შესახებ ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ჭეიშვილი საუბრობს.

„ოპერაცია აუცილებელია, თუ ბავშვი ხშირად ავადობს, წლის განმავლობაში აქვს ჩირქოვანი ტონზილიტის 5-6 ეპიზოდი, ღამით ხვრინავს, სუნთქვას აჩერებს და აქვს სმენის პრობლემები. თუ ბავშვს ეს სიმპტომები აღენიშნება, ოპერაცია 1 წლის ასაკშიც შეგვიძლია გავაკეთოთ და 2 წლის ასაკშიც, აქ ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს“ – ამბობს ექიმი.

magti 5g