ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო მიმართვას გვიზიარებს, რომელიც ღუტუნის დროს უსიამოვნო შეგრძნების მიზეზს ეხება.
„რატომ არის რომ როდესაც სხვა მოგვიღუტუნებს ეგრევე გვეცინება ხოლმე, არ გვსიამოვნებს და გვეწყება კრუნჩხვები. მაშინ როდესაც იგივეს ჩვენ ვაკეთებთ, რეაქცია არ გვაქვს. რატომ ხდება ასე.
ამას მარტივი ახსნა აქვს. ამ ყველაფრის მიზეზი არის, ჩვენი თავის ქალის უკანა ნაწილში არსებული პატარა ფოსო, რომელსაც ეწოდება ნათხემი. ეს არის პასუხისმგებელი ჩვენს მოძრაობებზე. მან წინსწრებით იცის ჩვენი თითი სად აღმოჩნდება, ზუსტად მილიმეტრებში. შესაბამისად მოძრაობა მოსალოდნელია და ითრგუნება ეს უსიამოვნო გრძნობა.
როდესაც ამას სხვა აკეთებს, ჩვენ არვიცით სად მოხვდება თითები და ამიტომაც გვაქვს შეგძნება. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ეღუტუნებათ და მე ასეთი ადამიანების ძალიან მიკვირს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
