LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები – ახალი ტოპ ათეული გამოქვეყნდა

123
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Tripadvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი გახდა ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში მდებარე GH Universal Hotel-ი, რომელიც მომხმარებელთა შეფასებებისა და სტუმრების მიმოხილვების საფუძველზე პირველ ადგილზე გავიდა.

რეიტინგი შედგენილია პლატფორმა Tripadvisor-ზე დაგროვილი რეალური მომხმარებლების შეფასებების მიხედვით, რაც მას ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე „სახალხო“ და სანდო სიად აქცევს. GH Universal Hotel-მა პირველობა დაიმსახურა თავისი არქიტექტურით, სერვისის ხარისხითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს შიდა ეზოს, აუზს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს და 24-საათიან რესტორანს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ასევე უნიკალურმა სერვისმა, ძვირად ღირებულმა შინაური ცხოველების სასტუმრომ, რომელიც ინდონეზიაში ერთადერთია ამ ტიპის შეთავაზებით.

მეორე ადგილი ბრაზილიაში, ქალაქ გრამადოში მდებარე Colline de France-მა დაიკავა, სასტუმრომ რომელიც გასულ წელს რეიტინგის ლიდერი იყო. ეს სასტუმრო ცნობილია ფრანგული სტილის ინტერიერით, მაღალი კლასის მომსახურებითა და ბუტიკური ატმოსფეროთი, რაც მას განსაკუთრებით პოპულარულს ხდის საერთაშორისო ტურისტებში.

მესამე პოზიციაზე გავიდა იტალიის ალპებში მდებარე Sporting Family Hospitality, რომელიც გამოირჩევა ოჯახური ტიპის მომსახურებითა და მთის კურორტისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით.

ტოპ ათეულში მოხვდა ასევე რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო სასტუმრო სხვადასხვა კონტინენტიდან. მათ შორის არის  – ლონდონის Royal Lancaster London, რომელიც გამოირჩევა ჰაიდ პარკის ხედებითა და თანამედროვე დიზაინით; აშშ-ში, ორეგონის შტატში მდებარე FivePine Lodge and Spa; ვიეტნამის ქალაქ ჰოიანში მდებარე La Siesta Hoi An Resort & Spa; და ბუდაპეშტის Hotel Moments Budapest.

ასევე სიაში მოხვდნენ კანადის ქალაქ ვიქტორიაში მდებარე Abigail’s Hotel, კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე მდებარე Bucuti & Tara Beach Resort და ვიეტნამის ჰანოიში მდებარე La Sinfonía del Rey Hotel & Spa.

ექსპერტების შეფასებით, 2026 წლის რეიტინგი აჩვენებს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში ლიდერობა აღარ არის მხოლოდ ლუქს-ქსელების პრეროგატივა, მცირე ზომის სასტუმროები, რომლებიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას და პერსონალიზებულ მომსახურებას სთავაზობენ, სულ უფრო ხშირად უსწრებენ მსხვილ გლობალურ ქსელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g