LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოკოს საკრეფად წავიდა, საღამოს სახლში მხოლოდ ცხენი დაბრუნდა…“ – საგარეჯოში 77 წლის კაცს ეძებენ

389
2026-06-30_01-33-41_942755

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში 77 წლის ელიბო ხიზანიშვილს ეძებენ.

მამაკაცი 28 ივნისს, დილის საათებში გავიდა სახლიდან.

მან ოჯახს დაუბარა, რომ ტყეში სოკოს საკრეფად მიდიოდა, თუმცა, საღამოს სოფელში დაბრუნდა მხოლოდ ცხენი, რომლითაც მამაკაცი ტყეში წავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთმა ნაცნობმა ნახა. მისი თქმით, ხიზანიშვილმა უთხრა, რომ სოკო ვერ იპოვა და ტყის სხვა ნაწილში უნდა გადასულიყო.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

თუ ვინმეს ელიბო ხიზანიშვილის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, ოჯახი სთხოვს, დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 592 015 150

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები