LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ქარხნებში დასაქმებული რობოტები მალე ალაპარაკდებიან – ვიდეო

109
ქირიას NEWS შაბლონი (3)

BMW ჰუმანოიდი რობოტების ახალ თაობას ამზადებს, რომლებიც არა მხოლოდ უფრო რთული საწარმოო ამოცანების შესრულებას შეძლებენ, არამედ ადამიანებთან ბუნებრივი ენით კომუნიკაციასაც. კომპანია ამ მიზნით ხელოვნური ინტელექტის დეველოპერ Figure AI-სთან თანამშრომლობს.

ახალი მოდელი – Figure 03 ამერიკის ქალაქ სპარტანბურგში მდებარე BMW-ის ქარხანაში იმუშავებს. რობოტს ექნება ბუნებრივი მეტყველების მხარდაჭერა, რაც თანამშრომლებთან კომუნიკაციასა და სამუშაო პროცესების კოორდინაციას გაამარტივებს.

გარდა საუბრის შესაძლებლობისა, Figure 03 უსადენოდ დამუხტვასაც შეძლებს. მას ასევე გაუმჯობესებული მექანიკური ხელები, ტაქტილური სენსორები და დამატებითი კამერები ექნება, რაც მცირე დეტალებთან მუშაობის სიზუსტეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

კომპანიის გეგმებით, რობოტი თავდაპირველად დიდი კონტეინერებიდან დაუხარისხებელი კომპონენტების დახარისხებასა და მათი საწარმოო ხაზისთვის საჭირო თანმიმდევრობით მიწოდებას უზრუნველყოფს. მომავალში კი მას უფრო რთული ოპერაციების შესრულებაც დაევალება.

BMW-ის განმარტებით, ჰუმანოიდი რობოტების დანერგვის მიზანი ადამიანების ჩანაცვლება არ არის. ისინი ძირითადად ერთფეროვან, ფიზიკურად მძიმე, პოტენციურად საშიშ ან არაერგონომიულ სამუშაოებს შეასრულებენ, რაც თანამშრომლებს უფრო რთულ და კვალიფიციურ ამოცანებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ წინა თაობის Figure 02-მა უკვე გაიარა 10 თვიანი საცდელი პროგრამა სპარტანბურგის ქარხანაში, სადაც BMW X3-ის წარმოების პროცესში მონაწილეობდა. მსგავსი ექსპერიმენტი ამჟამად BMW-ის ლაიფციგის საწარმოშიც დაიწყო, თუმცა სხვა კომპანიის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g