დუეტ „ლეონის“ წევრები, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მცირე ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც იესე დაარქვეს.
„დიდი სიყვარულის პატარა ნაწილი – ნოე და იესე – ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი დუეტი“, – ვკითხულობთ დუეტ „ლეონის“ გვერდზე.
ნინი კენჭიაშვილი და ლევან წვერავა უამრავ თბილ კომენტარს იღებენ.
