LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იესე გულზე რომ დამაწვინეს, თვალი არ მომიშორებია, საუცხოო შეგრძნება იყო…გვინდა მესამე და მეოთხე შვილიც…“ – ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის დიდი ბედნიერება

136
page

დუეტ „ლეონის“ წევრები, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მშობლები გახდნენ. მათ მეორე ბიჭი შეეძინათ, რომელსაც იესე დაარქვეს.

ლევანი ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს დიდ ემოციებს, რაც მეორე შვილის დაბადებამ მოჰგვარა:

„ახლა უფრო ვიგრძენი ყველა ემოცია დადებითად… ყველაზე ემოციური იყო, როდესაც ექიმმა ბავშვი ამოიყვანა და მითხრა, მოემზადე, ახლა შეგიძლია, შენი შვილის სიცოცხლის პირველი წუთები გადაიღოო… ვერასდროს ავხსნი იმ განცდას, როდესაც საკუთარ შვილს პირველად შევხედე! როცა გულზე დამაწვინეს, თვალი არ მომიშორებია, საუცხოო შეგრძნება იყო. ზუსტად ვიცი, რომ იესეს დაბადებას კიდევ ახალი ათვლა მოჰყვება ჩვენს წარმატებასა და ბედნიერებაში.

ჩართული ხართ ახალშობილის მოვლაში?

რაც სამშობიაროდან გამოვედით, ხელიდან ვერავინ მაცლის. ვამჩნევ, რომ უფრო გაბედული ვარ ყველაფერში. ნოე კარგა ხანი ხელში ვერ ამყავდა, სულ მეშინოდა, რომ რამეს დავუზიანებდი.

იესეს მოჰყვება მესამე?

აუცილებლად მოჰყვება! ღვთის წყალობით, გვინდა, რომ მესამე და მეოთხე შვილიც გვყავდეს. სურვილი დიდია, რომ გოგოც შემოემატოს ჩვენს ოჯახს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g