LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან განერვიულებული იყო, ტიროდა..“ – ქალმა, რომელმაც ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა, თანხა მეპატრონეს დაუბრუნა

1446
მანანა სუხიაშვილი

ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა. ამბავი ხაშურში მოხდა.

როგორც ირკვევა, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც დიდსუ­ლო­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა, მა­ნა­ნა სუ­ხი­აშ­ვი­ლია.

„მა­ღა­ზია მაქვს ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ და­უ­ვარ­და შეკ­რუ­ლი თან­ხა პი­როვ­ნე­ბას. ვე­ლო­დე­ბო­დი, ვი­ფიქ­რე ნა­ხავს, ვინც და­კარ­გა და მალე მობ­რუნ­დე­ბა-თქო. ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში და­წე­რა ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რომ თან­ხა და­კარ­გა ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, მი­თხა­რით რა თან­ხაა, რა კუ­პი­უ­რე­ბი, რომ დავ­რწმუნ­დე, ნამ­დვი­ლად თქვე­ნია-თქო. მო­ვი­და შვილ­თან ერ­თად. ძალი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო, ტი­რო­და. მი­თხრა, რა თან­ხაც და­კარ­გა, ჩან­თა და­სა­კე­ტი დამ­რჩა და ალ­ბათ გად­მო­მი­ვარ­დაო. ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუ­ნე კუთ­ვნი­ლი თან­ხა,“ – ამბობს მანანა სუხიაშვილი ambebi.ge-სთან.

იხილეთ ვრცლად აქ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები