მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს გვიზიარებს, რომლის მიხედვითაც 20 ივლისიდან საქართველოში საგრძნობლად დათბება.
„ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი.
20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე.
ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს.
ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა.
იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით – ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, – წერს კობა ფარტენაძე.
