LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განსხვავებაა სიგარეტსა და აიქოსს შორის და რა პრობლემებს იწვევს ჯანმრთელობის კუთხით მათი გამოყენება? – რა საფრთხეზე საუბრობს რეანიმატოლოგი ლევან ბესელია

2169
ლევან ბესელია

რა განსხვავებაა სიგარეტსა და აიქოსს შორის და რა პრობლემებს იწვევს ჯანმრთელობის კუთხით მათი გამოყენება?

სოფო ჯაფარიძის გადაცემაში „მედგიდი“ რეანიმატოლოგი, ლევან ბესელია განმარტავს რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული აიქოსის და სიგარეტის მოხმარება:

„პრობლემებს იწვევს ორივე (სიგარეტიც და აიქოსი). სიგარეტის ბოლში არის 7 000-მდე ნივთიერება, რაც განასხვავებს აიქოსისგან. აიქოსის ბოლში არ არის ამ მასშტაბის ნივთიერებათა სინთეზი და ათეულობით სიგარეტის ბოლში ამ 7 000 ნივთიერებიდან, ათეულობით მათგანი არის კანცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი. იქ არის მხუთავი აირი, კუპრი… ტაქიკარდია, სპაზმი, ხველა, ყელის სიმშრალე – ეს თანმხლები მოვლენებია…“ – ამბობს ლევან ბესელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები