LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუნუ გაბუნია 85 წლის გახდა – როგორ მიულოცეს კომპოზიტორს დაბადების დღე მეგობრებმა და კოლეგებმა: კადრები საიუბილეო წვეულებიდან

208
ნუნუ გაბუნია

კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ გაბუნია იუბილარია – მუსიკოსი 85 წლის გახდა.

კომპოზიტორმა საიუბილეო თარიღი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში აღნიშნა. საიუბილეო საღამოს თან ახლდა არაერთი სიურპრიზი.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე, მათ შორის, მომღერალი თამარ გვერდწითელი, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მსახიობი მარინა კახიანი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

საიუბილეო წვეულებას, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია დაბადების დღის სიმღერის გარეშე, რომელიც ნუნუ გაბუნიას მომღერლებმა მიუძღვნეს, სიმღერის ფონზე კი იუბილარმა ტორტზე სანთლები ჩააქრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები