LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ემიგრანტები სიცარიელეში ჩამოდიან, არა ბინა, არა სამსახური…ქართველი ქალი მეფეა“ – ნუკი კოშკელიშვილი

380
2026-07-15_00-11-00_203178

ნუკი კოშკელიშვილი გადაცემაში „მერე?“ ემიგრანტების შესახებ ემოციური სიტყვებით საუბრობს.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, საქართველოს საოცარი ქალები ჰყავს, ნამდვილი ჯარი.

„ემიგრანტები სიცარიელეში ჩამოდიან, არა ბინა, არა სამსახური და მანქანა. ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ ინტერვიუ ემიგრანტებთან. ამბებს მოისმენთ, დაუჯერებელს. მე ვიცი ქალი, რომელმაც ზურგზე მოისვა 7 წლის ბავშვი, გულზე მიიხუტა 6 თვის და ასე გადავიდა მექსიკის საზღვარზე. მოხვდა ციხეში, წაართვეს ბავშვები, რომლებიც შემდეგ იპოვა. საოცარი ქალები ჰყავს საქართველოს. თამარ მეფეც იმიტომ იყო მეფე, რომ ქართველი ქალი მეფეა.

მე ეს დავინახე ემიგრაციაში. დედებს შეიძლება შვილი აქ ჰყავდეთ დატოვებული. რომ გაიარო შვილები კარგად ჩაცმულები არიან… ქმრებიც სხვათა შორის კარგად ჩაცმულები და კარგად დახურულები არიან. საქართველოს ასეთი ქალების საოცარი ჯარი ჰყავს, რომელთა უმეტესობა ემიგრაციაშია.

ისინი იბრძვიან, რომ თავიანთი ოჯახის წევრებს მყარი და სტაბილური მომავალი ჰქონდეთ… იმისთვის, რომ აქ ბინა იყიდონ და ჩამოვიდნენ. ოღონდ მერე ცხოვრება გადის. ემიგრაციაში ფულს აგროვებს ქალი, რომ შემდეგ ბინდა იყიდოს. ამ დროს შვილი ეუბნება, არა ჯერ არ ჩამოხვიდე, მანქანაც მინდა… დედა კი ვერ იძახის უარს და აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები