LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

314
images (1)

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათიმდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები