LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1060
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება კირჩხიბის მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ფრიად ინტუიციურ ნიშანში, ხოლო მთვარე – მშვიდობიან, მეტად სამართლიან, კომპრომისულ და დიპლომატიურ სასწორში. ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს.

დღის რეკომენდაციები:

დღეს იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და წინდახედული, სანამ რამეს იტყოდეთ ან მოიმოქმედებდეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეცდომებს ბევრად ნაკლებად დაუშვებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მოიმატებს ტყუილისადმი მიდრეკილება და ცილისწამება, ამიტომ მკაცრად აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, ემოციები და ეცადეთ, სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. სამაგიეროდ, დღე საუკეთესოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ხელოვნების ნიმუშების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, მუსიკალური აპარატურის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად. პერიოდი მეტად ხელსაყრელია ქორწინებისთვის, საიუბილეო საღამოების მოწყობისა და მკურნალობის დასაწყებად. ასევე, დღევანდელი კოსმიური ფონი ხელს უწყობს დიზაინსა და არქიტექტურასთან დაკავშირებულ საქმიანობას. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.

პარტნიორული ურთიერთობები:

ეს დღე მეტად სასიკეთოა პარტნიორული ურთიერთობებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. მიმდინარე პრობლემები გადაწყვიტეთ დიპლომატიურად, მშვიდობიანად და კომპრომისების გზით, ასე ბევრად უფრო წარმატებული იქნებით.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის, ფარისებრი ჯირკვალი), კანის საფარველი და თირკმელები.

კვების რაციონიდან შეზღუდეთ ცხარე და მლაშე საკვები. ასევე, მოერიდეთ თხილს, თაფლსა და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. ნუ მიიღებთ ზედმეტ სითხეს. სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია კბილების, სისხლძარღვების, გრძნობათა ორგანოებისა და ტერფების მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ნეფრიტის, ლაზურიტის, ჟადეიტის, საფირონისა და ციტრინის გამოყენება. ხოლო ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას საგრძნობლად გააძლიერებს ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები