52 წლის მელანი სი პირველად დაოჯახდა. ჯგუფის, Spice Girls-ის წევრი თავის პარტნიორზე, ავსტრალიელ პროდიუსერზე, 40 წლის კრის დინგუოლსზე, ინგლისის თვალწარმტაც ლეიკ-დისტრიქტში, ოჯახურ ცერემონიაზე დაქორწინდა.
ქორწილის განსაკუთრებული კადრები მელანიმ ექსკლუზიურად British Vogue-ს გაუზიარა. გამოცემამ მკითხველს საქორწილო ცერემონიის კადრები და პატარძლის შთამბეჭდავი „ლუქიც“ წარუდგინა.
მომღერლის საქორწილო კაბამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ის სპეციალურად მისთვის, მისმა ახლო მეგობარმა და Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა, ვიქტორია ბექჰემმა შექმნა.
თავად ვიქტორია ცერემონიალს არ დასწრებია, ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად აშშ-ში, მუნდიალის ფინალზე იმყოფებოდა.
,,მეგობრობა არასდროს სრულდება” – მელ სისა და მელ ბის ემოციური გაერთიანება სცენაზე
მელანი სი ახალ ალბომს გამოუშვებს და ტურნეს გამართავს