LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კლიპი სასწრაფოდ…“ – როგორ გადაიღო „ღამის შოუს ბენდმა“ ბათუმში ახალი ვიდეორგოლი საზაფხულო ჰიტზე, რომელიც გელა გნოლიძემ დაწერა

375
ღამის შოუს ბენდი

ახლახან „ღამის შოუს ბენდმა“ ახალი ვიდეორგოლი შესთავაზა საზოგადოებას.

სიმღერის სახელწოდებაა „რიარია“ და მასზე კლიპი ბათუმშია გადაღებული.

სიმღერა საზაფხულო რიტმებითაა გაჯერებული და მსმენელს ცეკვისა და მხიარულების ხასიათზე აყენებს.

ახალ ნამუშევარზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა ბენდის ხელმძღვანელმა და სოლისტმა, გელა გნოლიძემ:

„ეს სიმღერა არ არის ახალი. ექვსი თვეა, რაც დავწერე, გვაქვს და ვინახავდი. კარგმა ხალხმა იმუშავა ამ სიმღერაზე, ჩვენი ბენდის წევრებმა, თავისთავად. გიტარაზე დაგვეხმარა ხვიჩა მაღლაკელიძე. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვინახავდით საზაფხულოდ. კლიპის იდეა ეკუთვნის მაკა ლომიძეს. მე მოვასმენინე უბრალოდ… კლიპი სასწრაფოდ, რეჟისორი, ოპერატორი, განათება, ხვალ მიდიხართ… – ასე გვითხრა.

როგორ ჩაიარა გადაღებამ?

რიარია და ჩქარი ტაში იყო…“

„ღამის შოუს ბენდმა“ გამოსცა ალბომი, რომელსაც ჰქვია „რიარია“. სიმღერების პრემიერა შედგება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ეთერში. ალბომი უკვე ყველა ციფრულ პლატფორმაზეა განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები